The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1834
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1920  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ წინამძღვრიანთკარი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ილია წინამძღვრიშვილი დაიბადა 1834 წლის 13 სექტემბერს, იმდროინდელი დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში. 1855 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო, დაამთავრა მოკლევადიანი აგრნომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში.
     იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო–სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წელს, თავის საკუთარ მამულში, საკუთარი ხარჯებით, დააფუძნა სასოფლო–სამეურნეო სკოლა. მან სკოლას 55 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწა, ტყე და 20 ათასი ლიტრი ტევადობის ღვინის სარდაფი გადასცა უსასყიდლოდ. წინამძღვრიშვილის მოწვევით სკოლის წესდება, სასწავლო გეგმა და პროგრამა შეადგინეს იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ. სკოლას ფუძე დაულოცა დიდმა ილიამ. სწავლება ექვსწლიანი იყო და ყველა საგანი ქართულ ენაზე იკითხებოდა. თუ შევადარებთ დღევანდელი აგრარული ფაკულტეტების სწავლების ხანგრძლივობას, წინამძღვრიანთკარის სასწავლებელს თავისუფლად შეიძლებოდა უმაღლესი სკოლის სტატუსი მინიჭებოდა.

   1889 წელს ილია წინამძღვრიშვილმა გამოაქვეყნა წიგნი სათაურით "ვაზის მოშენება", შემდეგ – "ზოგადი მიწათმოქმედება" ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც "სახალხო კითხვათა კომისიის" განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები.

   1920 წლის 2 სექტემბერს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ილია წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის ეზოში, შემაღლებულ ადგილას.

   წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 89 გვ.