შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
დავით მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადავით მაღრაძემ 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილებაში. 1988–1991 წლებში სწავლობდა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში, 1994 წელს დაიცვა დისერტაცია. 2003 წელს დაინიშნა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა–სელექციის განყოფილების გამგედ. არის ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი. 2003 წლიდან დ. მაღრაძემ სტაჟირება გაიარა მილანის და სევილიის უნივერსიტეტებში, აგრონომიული კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში INRA მონპელიეში, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA–ში, საქართველო. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო პროექტებში, როგორც ხელმძღვანელმა და კოორდინატორმა კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. მათ შორის ისეთებში, როგორიცაა: "ვაზის ქართულის ჯიშების დაცვის მენეჯმენტი", "საფუვრები მდგრადი მეღვინეობისა და მევენახეობისათვის" და ა.შ. იგი ავტორია 75 სამეცნიერო სტატიისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. არის 5 სამეცნიერო წიგნის ავტორი და რედაქტორი, რომელთაგან ერთ–ერთი 2013 წელს აღინიშნა "ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზით კატეგორიაში "მევენახეობა". მფლობელია 4 გამოგონების საავტორო პატენტის. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 281 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |