The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ტარიელ ჟღენტი

ტარიელ ჟღენტი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ტარიელ ჟრენტი დაიბადა 1945 წლის 23 თებერვალს, თბილისში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ–არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება "კრისტალში" მეღვინედ.

   გარდა სპორტისა, იგი არის მსოფლიოს რეკორდსმენი სასტენდო სროლაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1971, 73-74), მეორე (1983) და მესამე პრიზიორი (1981), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 81) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73-74, 81, 84), ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 82 – ორივე გუნდურში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1968, 78, 83), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 378 გვ.

    წყარო: http://www.sok.ge/ge/ჟღენტი-ტარიელ/