შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
კაცია ადანაია![]()
ბიოგრაფიაXIX საუკუნის ცნობილ ქართველ მეწარმეთა შორის გამორჩეული ადგილი ეკავა კაცია ადანაიას. მას ქუთაისში გახსნილი ჰქონდა ალკოჰოლური სასმელების საწარმო. მის ქარხანაში დამზადებული პროდუქცია – ლიმონის, მოცხარის, პიტნის, ვარდის, ტარხუნის ლიქიორები და არყის ნაწარმი – ქუთაისის გარდა, საქართველოს მსხვილ სამრეწველო და საპორტო ქალაქების რესტორნებში, სასტუმროებში, დუქნებსა და სავაჭრო ობიექტებში შეჰქონდათ და მომხმარებელთა დიდ მოწონებას იმსახურებდა. იმ დროისათვის, ქუთაისისა და სხვა დიდი ქალაქების რესტორნებისა და სასტუმროების კლიენტურა, უმთავრესად, უცხოელი დიპლომატები, სავაჭრო მისიების წარმომადგენლები, ცნობისმოყვარე უცხოელები იყვნენ. ამიტომ, როგორც სხვა კომპანიების ეტიკეტები, კაცია ადანაის მიერ გამოშვებული პროდუქციის ეტიკეტებიც ფრანგულ და რუსულენოვანი იყო, სავაჭრო ნიშანი რეგისტრირებული ჰქონდა ირმის გამოსახულებითა და თავისი ინიციალებით – К.Г.А. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 289 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |