The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მიხეილ საფაროვი

მიხეილ საფაროვი
Date of birth:1912
Date of death:1995  (at 83 years)
Category:Manufacturer

Biography

   მიხეილ საფაროვი დაიბადა 1912 წელს ქალაქ მახარაძეში.

   საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა – თბილისის შამპანურ ქარხანაში ბიოქიმიური საამქროს მორიგე ტექნოლოგად, ორჯონიკიძის რაიონის ქარხსამმართველოში დირექტორის მოადგილედ, სტალინოს და გორლოვკის ღვინის ქარხნების დირექტორად, "სამტრესტი"–ს გასაღების განყოფილების უფროსად, მომარაგება–გასაღების განყოფილების უფროსად. 1969 წელს იგი  მივლინებული იყო საფრანგეთში საფრანგეთის ღვინის მრეწველობის გასაცნობად.

   ბატონი მიხეილი მუშაობდა ღვინომასალების, კონიაკის სპირტების დაძველებისა და შენახვის საკითხებზე. მონაწილეობას იღებდა ქართული ღვინოების, შამპანურის და კონიაკის შერჩევაზე ექსპორტში და საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე გასაგზავნად. კვების მრეწველობის სისტემაში მას ნამუშევარი ჰქონდა 40 წელი – 1985 წელს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს კვების მრეწველობის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. იგი იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, შრომის ვეტერანი, პერსონალური პენსიონერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი მიხეილი გარდაიცვალა 1995 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 130 გვ.