შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
მირიან ცალქალამანიძე![]()
ბიოგრაფიამირიან ცალქალამანიძე დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავში. იგი იყო თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მიღებული აქვს ოქროს მედალი (1956, მელბურნი), იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. სპორტისათვის თავის დანებების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა კახეთში, თელავის რაიონში მეღვინედ. წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ. წყარო: http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=28&sportmen_id=65 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |