The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



მირიან ცალქალამანიძე

მირიან ცალქალამანიძე
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 2000  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მირიან ცალქალამანიძე დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავში.

   იგი იყო თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მიღებული აქვს ოქროს მედალი (1956, მელბურნი), იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. 

   სპორტისათვის თავის დანებების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა კახეთში, თელავის რაიონში მეღვინედ.
   მირიან ცალქალამანიძე გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ.

   წყარო: http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=28&sportmen_id=65

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • ოქროს მედალი
    XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი