შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ალექსანდრე ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე ჭავჭავაძე – პოეტი, ქართული რომანტიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი და საზოგადო მოღვაწე – დაიბადა პეტერბურგში, 1786 წელს. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. ალექსანდრე კარგი მეურნეც იყო, ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, შემოჰქონდა ვაზის ახალი ჯიშები წინანდალში, მუკუზანსა და ნაფარეულში. 1835 წელს, 20 წლის ვადით, ბანკიდან 1 მილიონი მანეთი ისესხა მამულების გასაუმჯობესებლად – მოაწყო არყის სახდელები, გახსნა ღვინის სარდაფები თბილისსა და სტავროპოლში. აწარმოებდა მოლაპარაკებას ალავერდის სპილენძის ქარხანასთან 6 000 ფუთი სპილენძის შეძენის თაობაზე არყის სახდელი ქარხნისათვის. წინანდალსა და მის შემოგარენში თავადი ჭავჭავაძის ზვრები 90 ჰექტარზე იყო გაშენებული. ყოველ ვენახთან ცალკე მომცრო მარანი და მეზვრეებისათვის სახლი იყო აშენებული. მის მეურნეობაში წყლის 15 წისქვილი და აგურის ქარხანაც მუშაობდა. ქართული ვაზის ჯიშებიდან – რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი – სანაქებო ღვინოს ამზადებდა. მამულებიდან წლიურად 6 000 მანეთზე მეტ მოსავალს იღებდა და მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებისათვის დიდ თანხებს აბანდებდა. 1935 წელს, წინანდლის მამულში, აშენდა საქართველოში ერთ–ერთი პირველი მარანი, სადაც დღემდე დაცულია უნიკალური ენოთეკა – სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული 20 000 ბოთლი ღვინო. 1846 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე ტრაგიკულად დაიღუპა. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 7 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |