The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



კოტე ჭოხონელიძე

კოტე ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1904
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1972  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     კონსტანტინე დიანოსის ძე ჭოხონელიძე დაიბადა 1904 წლის 23 თებერვალს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ტბეთში.

     1928 წელს გახდა სსკპ წევრი და ახალგაზრდა პარტიული უჯრედის მდივანი მშობლიურ სოფელში. ამის შემდეგ დაინიშნა საქართველოს კპ ამბროლაურის რაიკომის ინსტრუქტორად, საიდანაც გაიგზავნა მაშინდელ ამიერკავკასიის  უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო–სამეურნეო სკოლაში.

    1937 წელს ინიშნება ვარციხის მევენახეობა–მეღვინეობის სამჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად.

    სამამულო ომის წლებში კ. ჭოხონელიძე სამჭოთა არმიის მეთაურთა შემადგენლობაშია, მიღებული ჰქონდა გერმანიაზე გამარჯვების მედალი, გარიბალდის ორდენი.

    1944 წელს იგი რაიმიწგანის უფროსია. სხვადასხვა დროს იყო კრწანისის მეურნეობის დირექტორი, რესპუბლიკის „საქსოფლტექნიკის“ გაერთიანების მმართველის მოადგილე. 1951 წლიდან – მაიაკოვსკის რაიაღმასკომის თავმჯდომარეა. 1953–1970 წლებში მუშაობა დაიწყო "სამტრესტის" სისტემაში: ჯერ იყო საგარეჯოს ღვინის ქარხნის, ხოლო 1963 – 1970 წლებში მაიაკოვსკის რაიონის ვარციხის ღვინის ქარხნის დირექტორი.  მისი დირექტორობის პერიოდში ვარციხის პროდუქცია ღვინო "სალხინომ" და კონიაკმა "ვარციხემ" ორჯერ მიიღო მსოფლიო დეგუსტაციაზე ოქროს მედლები.

    პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ქარხანათა სამმართველოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. იყო პერსონალური პენსიონერი.

    კონსტანტინე ჭოხონელიძე გარდაიცვალა 1972 წლის 28 აგვისტოს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • გერმანიაზე გამარჯვების მედალი
  • გარიბალდის ორდენი