The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი ბოლქვაძე

გიორგი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:1920  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გიორგი ბოლქვაძე დაიბადა 1835 წელს ქალაქ ქუთაისში. განათლება მიიღო სტამბოლში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1853 წელს ათენში დაამთავრა სამიწათმოქმედო აკადემია.

   გიორგი ბოლქვაძემ, 1860 წელს, ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ–არყის ქარხანა. პროდუქციის სარეალიზაციოდ, ქარხნის საწყობში, მას საბითუმო ვაჭრობის წერტიც ჰქონდა გახსნილი. ძირითადი ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული იყო. ქარხანაში მზადდებოდა  ქართული კონიაკის, ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა. მისი ქარხანა, იმ დროისათვის, ერთადერთი გამართული და თანამედროვედ აღჭურვილი წარმოება იყო.

   სავაჭრო ნიშანი – არწივი – ფირმას "ბოლქვაძე და Ko" 1873 წლიდან გააჩნდა, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა "ГБК" – 1865 წლიდან.

   მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი. ნატურალურ კავკასიურ კონიაკს მიღებული აქვს 23 ჯილდო (პირველი პარიზში 1878 წელს). "ხელოვნურ კონიაკს N3" 9 ჯილდო და "ძველისძველ კონიაკს" ერთი ჯილდო (ფილადელფია 1876 წელი). განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ გამოშვებული არაყი "ქინაქინა", რომლის ეტიკეტს მედლების მთელი კომპლექტი ამშვენებდა.

   გიორგი ბოლქვაძეს, საფირმო და სავაჭრო ნიშნების გარდა, რუსულ და ფრანგულ ენებზე დარეგისტრირებული ჰქონდა საექსპორტო ეტიკეტები, სარეკლამო ფირნიშები, სავიზიტო და სატიტულო ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იყო ლომისა და ცხენის ფიგურები და რუსეთის იმპერიის გვირგვინები. 

   იგი იყო XIX საუკუნეში სამეცნიერო კონგრესისა და "საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა" ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე.  დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენით. 

   გიორგი ბოლქვაძე გარდაიცვალა 1921 წელს.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 279 გვ.

   წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემია, წევრი
  • პარიზის ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი (1876-)
  • პარიზის სამიწათმოქმედო აკადემია, ნამდვილი წევრი (1889-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 100–ზე მეტი ჯილდო
  • 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი