The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნიკოლოზ გაბაშვილი

ნიკოლოზ გაბაშვილი
Date of birth:6 August, 1880
Date of death:1957  (at 76 years)
Category:Manufacturer

Biography

   ნიკოლოზ გაბაშვილი დაიბადა 1880 წლის 6 აგვისტოს თბილისში. პირველდაწყებითი სწავლა ოჯახში მიიღო. ბავშვობიდანვე კარგად იცოდა გერმანული, ფრანგული, რუსული ენები.

   1890 წელს იგი მიაბარეს თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1898 წელს. 1900–1901 წლებში სწავლობს კიევის უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილებაზე, თუმცა, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, 1902 წლის შემოდგომაზე, გარიცხულ იქნა უნივერსიტეტიდან.

   1904 წელს მიემგზავრება საფრანგეთში და აბარებს სორბონის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელსაც ამთავრებს 1907 წელს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კვლავ შედის კიევის–ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე და 1909 წლის მარტში იღებს დიპლომს.

   1909 წელს ნიკოლოზი მუშაობს დ. სარაჯიშვილის ფირმის ბაქოს განყოფილებაში, ჯერ კონიაკის საწყობის გამგედ, შემდეგ მოანგარიშედ და ბოლოს მმართველის მოადგილედ. ამის შემდეგ დავით სარაჯიშვილს იგი გადაჰყავს ქ. ორჯონიკიძეში (ვლადიკავკავი) სპირტის წარმოების სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 1910 წელს გზავნის საფრანგეთში (ქ. შამპანი) ცოდნის გასაღრმავებლად.

   1911 წლიდან ნ. გაბაშვილი აგრძელებს მუშაობას ვლადიკავკავის სპირტის ქარხნის მმართველის მოადგილედ. როდესაც დ. სარაჯიშვილი გარდაიცვალა, ეკატერინე სარაჯიშვილმა იგი გადმოიყვანა თბილისის კონიაკის ქარხანაში ჯერ ხელოსან ოსტატის მოადგილედ, ხოლო შემდეგ, 1913–1916 წლებში, ქარხნის მთავარ ოსტატად.

    ე. სარაჯიშვილის სიკვდილის შემდეგ, 1916 წელს, ყოფილი სარაჯიშვილის ფირმის ბაზაზე შეიქმნა ე.წ. "დ.ზ. სარაჯიშვილის ამხანაგობა", რომელსაც ნ. გაბაშვილი თავმჯდომარეობდა. ამ ამხანაგობამ იარსება 1919 წლის ბოლომდე, შემდეგ მოხდა მისი კონსერვაცია.

   1921 წლის სექტემბერში იგი მუშაობას აგრძელებს ყოფილი დ. სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანაში კონიაკის სპირტის მთავარ სპეციალისტად. 1922 წლის 15 მაისს ნ. გაბაშვილი ინიშნება საქართველოს სახელმწიფო ღვინოების ტრესტში ("საქღვინტრესტი") კონიაკის ოსტატის თანამდებობაზე. 1923 წლის 20 ივნისიდან გადაჰყავთ საზოგადოება "წინანდლის" გამგეობაში, ხოლო 1924 წლის 1 იანვრიდან კონიაკისა და სპირტის საქმის სპეციალისტად კოოპერატიულ გაერთიანება "წარმოკავშირში". ამავე წლის ოქტომბერში ინიშნება "წარმოკავშირში" შემავალ "ჭაჭის" ქარხნის დირექტორად და მუშაობს ამ თანამდებობაზე 1926 წლამდე.

   1926–1930 წლებში ქარხანა "ჭაჭა" გადადის მევენახეობა–მეღვინეობის გაერთიანება "სოფლის კავშირი"–ს გამგეობაში და ნ. გაბაშვილი ინიშნება მის დირექტორად.

   1930–1931 წლებში იგი მუშაობს გაერთიანება "ბაღბოსტანკავშირი"–ს სპირტის მთავარ სპეციალისტად. 1931–1932 წლებში – "საქღვინო"–ში არყისა და სპირტის საქმის მთავარ სპეციალისტად.

   1932 წლის აპრილში "საქღვინო" გაუქმდა და შეუერთდა "სამტრესტს". ნ. გაბაშვილი დატოვებულ იქნა ტრესტში კონიაკისა და არყის გადამუშავების პასუხისმგებელ სპეციალისტად. 1947 წელს იგი დაინიშნა მთავარ სპეციალისტ ტექნოლოგად კონიაკის წარმოების დარგში.

   ნ. გაბაშვილი ავტორია მრავალი წერილისა და სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში.

   ბატონი ნიკოლოზი გარდაიცვალა 1957 წელს.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 70 გვ.