The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბარბალე იმერლიშვილი

ბარბალე იმერლიშვილი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    1826 წელს, თბილისში არყის ქარხნის მოწყობა აზნაურთა წრიდან გამოსულმა ქალბატონმა – ბარბალე იმერლიშვილმა ითავა. მეწარმე ქალბატონმა, თავის ორ კომპანიონთან ერთად, ამ საქმეში 25 000 მანეთი დააბანდა და ბეიბუთოვებისაგან იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი 12 წლის განმავლობაში წლიურად 40 მანეთის გადახდის პირობით.

    ქარხანაში მანქანა–დანადგარების დასამონტაჟებლად და წარმოების ასამუშავებლად, ბარბალე იმერლიშვილმა რუსეთიდან ებრაელი სპეციალისტები – ელკინი და ედელსონი მოიწვია. ქარხანა ფუნქციონირებას 1829 წლიდან შეუდგა.

    ქარხნული წესით პროდუქციის შესაქმნელად, ბარბალე და მისი ტექნოლოგები იყენებდნენ ალაოს, ხორბალს, ქერს, ჭაჭას, თუთას, ხილს, შაქარს, ლიმონსა და ნარინჯის ნაყოფს. ქარხანაში ფართო ასორტიმენტის ნაწარმი მზადდებოდა – არაყი, ლიქიორი, სხვადასხვა ნაყენი, კონიაკი, ტკბილი არაყი და ლუდიც კი. ცალკე მზადდებოდა ძმარი. გამოშვებული პროდუქციის სარეალიზაციოდ იმერლიშვილმა და მისმა კომპანიონებმა ერთგვარი ქსელიც კი შექმნეს თბილისში – სხვადასხვა წერტილში დუქნები შეიძინეს, სადაც მათი პროდუქცია საღდებოდა.

    ქარხანა საკმაოდ კარგად იყო აღჭურვილი და ტექნიკურად სრულად აკმაყოფილებდა იმდროინდელ ევროპულ სტანდარტებს. სპირტის ქიმიური წესით მისაღებად, ქარხანაში ცდები ტარდებოდა, რაც მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიის პირობებში იყო შესაძლებელი.

   ბარბალე იმერლიშვილის ქარხანამ მხოლოდ 7 თუ 8 წელი იარსება. კომპანიონებს შორის ატყდა დავა, რამაც, საბოლოო ჯამში, წარმოების დახურვა გამოიწვია.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 87 გვ.