Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
ივანე კვეზერელი–კოპაძე![]()
Biographyივანე კვეზერელი–კოპაძე წარმატებული მეწარმე იყო. მის მიერ დამზადებულმა არყებმა, ლიქიორებმა და კონიაკებმა საქართველოში, რუსეთის იმპერიასა და ევროპაში არაერთი მაღალი ჯილდო დაიმსახურა. ივანე 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო. სამსახურის შოვნა მოახერხა და 14 წელი იმუშავა ფრანგი რუსელის ფრანგული გალანტერეის მაღაზიაში. ერთხელ მაღაზიაში დავით სარაჯიშვილი შესულა, მოსწონებია ივანეს მონდომებული საქმიანობა და თავის დაჭერა და სამსახური თავის ახლად დაარსებულ არყისა და კონიაკის წარმოებაში შეუთავაზებია. დავით სარაჯიშვილმა ივანეს თავისი პროდუქციის ბითუმად გაყიდვის სავაჭრო განყოფილება ჩააბარა ჯერ რიყეზე, შემდეგ კი – მეტეხის ციხესთან. ივანე კვეზერელი–კოპაძე 30 წელზე მეტხანს განაგებდა დ. სარაჯიშვილის არყის წარმოებას თბილისის ერთ–ერთ ქარხანაში. იგი ამ წლების განმავლობაში საფუძვლიანად დაეუფლა ლიქიორ–არყის ტექნოლოგიას. დავითის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ საწარმოს აფუძნებს. წარმოებისათვის საჭირო მანქანა–დანადგარები ვარშავის ცნობილი ქარხნებიდან გამოიწერა: ბორმანის, შვედეს და ტემლერის ფირმის სპილენძის სახდელი აპარატები, შოლდტის და ფოგელის ფირმის ბოთლის გერმანული სარეცხი, საცობის დმხუფავი, ჩამომსხმელი დანადგარები, ფილტრები და სხვა საჭირო ინვენტარი და თანამედროვე ქარხანა მოაწყო. ნაწარმი საქართველოს გარდა, საზღვარგარეთაც გაჰქონდა და პარიზისა და ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენებზე მედლები და სიგელები დაიმსახურა. ივანე მეორე გილდიის ვაჭარი და ვაჭარ–მრეწველთა გამგეობის წევრი იყო. იგი ქველმოქმედიც იყო. მან დიდი თანხა გაიღო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობისთვის. მისი ინიციატივით ავლაბარში გაიხსნა თბილისის მე–4 გიმნაზია, მატერიალურად ეხმარებოდა ავლაბრის მუშათა თეატრს. იყო ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს წევრი, ხშირად ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებს. ივანე კვეზერელი–კოპაძის როლი ქართული ლიქიორ–არყის განვითარების საქმეში ფასდაუდებელია. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 187 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |