The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თეოფანე კვარაცხელია

დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1957  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თეოფანე კვარაცხელია დაიბადა 1895 წელს. 1916 წელს დაამთავრა კიშინიოვში ბესარაბიის მევენახეობა–მეღვინეობის სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე.

   1895–1957 წლებში, ბატონმა თეოფანემ დიდი წვლილი შეიტანა დასავლეთ საქართველოს მევენახეობაში. მან ყველა საინტერესო ვაზის ჯიშს ზესტაფონის რაიონში მოუყარა თავი. მის მიერ გაწეული შრომის შედეგად საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიაში იმერეთის ზონიდან ყურძნის 33 ჯიში შევიდა.

   ბატონი თეოფანე გარდაიცვალა 1957 წელს ქალაქ ზესტაფონში.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 224 გვ.