The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



ერმილე ნაკაშიძე

ერმილე ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1947  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ერმილე ნაკაშიძე დაიბადა 1869 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში. პირველი განათლება მიიღო ლიხაურის სასოფლო სკოლაში, საიდანაც გადავიდა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში, ხოლო 1879 წელს ჩარიცხულ იქნა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1883 წელს დაამთავრა და როგორც წარჩინებული მოსწავლე, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიით სწავლას განაგრძო პოლონეთის ნოვოალექსეევსკის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტში. იგი ამ ინსტიტუტში ერთადერთი სტუდენტი იყო ამიერკავკასიიდან. 1886 წელს მან წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და დაბრუნდა საქართველოში.

   ერმილე ნაკაშიძე იყო  წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლის პირველი გამგე, რომელმაც შემდგომში მრავალი დარგის სპეციალისტი მოამზადა. აქ მან დაჰყო 1877 წლიდან 1892 წლამდე.

    1892 წელს დატოვა სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო კავკასიის ფილოქსერის კომიტეტში, მიწათმოქმედების დეპარტამენტში აგრონომ–ინსპექტორად. 1905–1911 წლებში ბრუნდება ოზურგეთში, ხოლო 1911–1921 წლებში მიწათმოქმედების სამინისტროს სპეციალისტია. მას ეკუთვნის მრავალი მოხსენება, სტატია და მონოგრაფია.

   ერმილე ნაკაშიძე არის ერთ–ერთი პირველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის გამოჩენილი სპეციალისტი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ფასდაუდებელი სამუშაოები ჩაატარა მევენახეობა–მეღვინეობის განხრით. მისი დამსახურება ქვეყნისათვის მეტად დიდია.

   ბატონი ერმილე გარდაიცვალა 1937 წლის 7 მაისს.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 220 გვ.