The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მაქსიმე რამიშვილი

მაქსიმე რამიშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მაქსიმე რამიშვილი დაიბადა სოფელ სურებში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1953-1963 წლებში იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1964 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
   მაქსიმე რამიშვილმა აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები. ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები, ასევე გამოიყვანა 23 სუფრის ჯიშის ვაზი, დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელსაც ვაზის უმდიდრესი კოლექცია აქვს, დაახლოებით 2000 ჯიშის ვაზი. მან გამოაქვეყნა 150–ზე მეტი მეცნიერული შრომა ამპელოგრაფიის აგროტექნიკაში, მისი მონოგრაფიები და სტატიები იბეჭდებოდა როგორც ქართულ, ისე საკავშირო გამოცემებში.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 223 გვ.

   წყარო: http://planeta.ge/topic/4307-მაქსიმე-რამიშვილი-1903-1987/