შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
დავით რომელაშვილი
ბიოგრაფიადავით რომელაშვილი დაიბადა 1915 წელს. დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. 1940–1941 წლებში სწავლობდა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. ეწეოდა პარტიულ მოღვაწეობას. 1954–1956 წლებში მუშაობდა საბჭოთა მეურნეობების მინისტრის პირველ მოადგილედ; 1956–1958 წლებში – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1958–1961 წლებში – "სამტრესტი"–ს მმართველად; 1961–1966 წლებში – კვების მრეწველობის მინისტრად; 1966–1971 წლებში – სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგეგმო–ეკონომიკური და შემდეგ მარცვლეულის და ტექნიკური კულტურების სამმართველოს უფროსად; 1971–1975 წლებში – მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. დავით რომელაშვილი რამოდენიმეჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად და წევრობის კანდიდატად. ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და ერთხელ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – 3 ორდენი და 4 მედალი. ბატონი დავითი გარდაიცვალა 1976 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 32 გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |