The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დავით რომელაშვილი

დავით რომელაშვილი
Date of birth:1915
Date of death:1976  (at 61 years)
Category:Manufacturer

Biography

   დავით რომელაშვილი დაიბადა 1915 წელს. დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. 1940–1941 წლებში სწავლობდა სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. ეწეოდა პარტიულ მოღვაწეობას.

   1954–1956 წლებში მუშაობდა საბჭოთა მეურნეობების მინისტრის პირველ მოადგილედ; 1956–1958 წლებში – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ; 1958–1961 წლებში – "სამტრესტი"–ს მმართველად; 1961–1966 წლებში – კვების მრეწველობის მინისტრად; 1966–1971 წლებში – სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგეგმო–ეკონომიკური და შემდეგ მარცვლეულის და ტექნიკური კულტურების სამმართველოს უფროსად; 1971–1975 წლებში – მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

   დავით რომელაშვილი რამოდენიმეჯერ იყო არჩეული საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად და წევრობის კანდიდატად. ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და ერთხელ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – 3 ორდენი და 4 მედალი.

   ბატონი დავითი გარდაიცვალა 1976 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 32 გვ.

Awards and Honors

  • სამი მედალი
  • ოთხი ორდენი