The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დიმიტრი ტაბიძე

დიმიტრი ტაბიძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1901
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1965  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დიმიტრი ტაბიძე დაიბადა 1901 წლის 15 აპრილს ქ. წულუკიძეში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის აგრონომიული ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო ლენინგრადის მემცენარეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს სამუშაოდ თელავის საცდელსადგურში, სადაც ხელმძღვანელობდა ვაზის სელექციის განყოფილებას. შემდეგ გადაიყვანეს თბილისის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში.

   მისი უშუალო მონაწილეობით შეგროვდა 800–მდე აბორიგენული ვაზის ჯიში, რომელიც ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ ნაკვეთებზე გაშენდა. ბატონმა დიმიტრიმ გამოიყვანა მაღალი მოსავლიანობით გამორჩეული შემდეგი ვაზის ჯიშები: სახალხო თეთრი, ქართული სასუფრე, ჩიტისთვალა, გრძელმტევანა და სხვა. მისი შუალო ხელმძღვანელობით ქართული ვაზის 250 ჯიშზე შეიქმნა მონოგრაფია, რომელიც შემდგომში "სსრკ ამპელოგრაფია"–სა და "საქართველოს აპელოგრაფია"–ში გამოქვეყნდა. იგი იყო საკავშირო ამპელოგრაფიის სარედაქციო კომისიის წევრი და დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ვაზის ჯიშების აღწერასა და გამოქვეყნებაში. 

    1965 წლის 19 ნოემბერს დიმიტრი ტაბატაძე გარდაიცვალა.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 223 გვ.