The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე ფეიქრიშვილი

ივანე ფეიქრიშვილი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1972  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ივანე ფეიქრიშვილი დაიბადა 1903 წელს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში. 1917 წლიდან ხელმძღვანელობდა ს. რუისპირის კომკავშირულ ორგანიზაციას. 1952 წლამდე ეწეოდა პარტიულ მუშაობას.

   1952 წელს ინიშნება "სამტრესტი"–ს მმართველად. 1952–1959 წლებში – მანავის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად.

   ივანე ფეიქრიშვილი იყო სსრ მე–3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კპ ცკ წევრობის კანდიდატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის საპატიო წოდება. დაჯილდოებული იყო ორდენებით: ლენინის ორი, საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშის და მედლებით.

    ივანე ფეიქრიშვილი გარდაიცვალა 1972 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 26 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორი ორდენი