The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვალერიან ქანთარია

ვალერიან ქანთარია
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1973  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვალერიან ქანთარია დაიბადა 1900 წლის 23 ივნისს. 1926 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. 1931–1937 წლებში – თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

   1937 წლიდან ვალერიან ქანთარია იწყებს მუშაობას ს. ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრაზე, სადაც 1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო ს. ჩოლოყაშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა მევენახეობის კათედრის გამგე. იგი იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში - „თბილისური“.  მან, პროფესორ მაქსიმე რამიშვილთან ერთად, გამოსცა მევენახეობის სრული კურსი, რომელიც მევენახეობის სახელმძღვანელოდ ითვლებოდა.

   ვ. ქანთარია იყო  170 სამეცნიერო შრომის ავტორი, 1957 წლიდან – მეცნიერებათა აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი, 1961 წლიდან –  საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაჯილდოვებულია შრომის წითელი 2 ორდენითა და მედლებით.

   ბატონი ვალერიანი გარდაიცვალა 1973 წლის 16 ივნისს.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 223 გვ.

   წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ვალერიან_ქანთარია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი 2 ორდენი