The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



შოთა ლომიძე

შოთა ლომიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1993  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   შოთა ლომიძე დაიბადა 1936 წლის 20 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფ. საყულიაში იგი იყო ცნობილი მოჭიდავე –მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი).  სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 66), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

   სპორტიდან წასვლის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ახალციხის საკონსერვო ქარხნის დირექტორად. შემდეგი წლები ხელმძღვანელობდა გარდაბნის საკონსერვო ქარხანას და ბოლოს მუშაობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების "ლაღიძის" ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე.

   შოთა ლომიძე გარდაიცვალა 1993 წლის 23 ოქტომბერს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 373 გვ.

   წყარო: http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=28&sportmen_id=121