The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გივი ონაშვილი

დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გივი ონაშვილი დაიბადა 1947 წლის 27 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფ. პატარძეულში. იგი მოჭიდავეთა პლეადის ღირსეული წარმომადგენელია – ძიუდოისტი, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი,  მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1969), ევროპის ჩემპიონი გუნდურ (1970) და პირად შეჯიბრში (1974, 1975), 3-გზის მეორე (1969, 1972, 1976) და მესამე (1971) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), ასევე საბჭოთა კავშირის 2-გზის ჩემპიონი სამბოში (1970, 1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

   გარდა სპორტისა, გ. ონაშვილი არის კასპის სპირტისა და არყის კომპანიის დამფუძნებელი.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 374 გვ.

   წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გივი_ონაშვილი

   

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი