The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ანზორ ლეჟავა

ანზორ ლეჟავა
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1997  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ანზორ ლეჟავა დაიბადა 1936 წლის 3 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფ. ქოლობანში.

   იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის შამპანური ღვინის ქარხანაში მეღვინის თანამდებობაზე.

   გარდა მეღვინისა, ბატონი ანზორი გახლდათ კალათბურთელი (210 სმ). თამაშობდა თბილისის ”ნაუკაში” და ”ბურევესტნიკ-ში” (1954-58), თბილისის ”დინამოში” (1959-72). მიწვეული იყო სსრკ ნაკრებში (1963). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963),  ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მეორე (1959, 60, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969), ღირსების ორდენის კავალერი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქოლობნის საშუალო სკოლას (1999).

   ანზორ ლეჟავა გარდაიცვალა 1997 წლის 20 მარტს.

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 377 გვ.

   წყარო: http://www.sok.ge/ge/ლეჟავა-ანზორ/