The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბორის გერასიმოვი

ბორის გერასიმოვი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ბორის გერასიმოვი, თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, დაიცვა დისერტაცია და მიწვეულ იქნა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის არაორგანული ქიმიის კათედრაზე მეცნიერ–მუშაკად, ხოლო შემდგომ აირჩიეს კათედრის გამგედ და ათეული წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი იყო. იგი არაერთი ცნობილი ქართველი მევენახე–მეღვინის აღმზრდელია.

   ბატონი ბორისი, ახალგაზრდობაში, წარმატებული სპორტსმენი იყო. იგი გამოდიოდა სპორტ–კლუბ "სინათლის" კალათბურთელთა გუნდში – იყო საქართველოს პირველი საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი საერთაშორისო მატჩების მონაწილე, შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ტანვარჯისა და მძლეოსნობაში. ტანვარჯიშში იგი საქართველოსა და ამიერკავკასიის ეგიდით გამართული შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იყო. მძლეოსნობაში, შუბის ტყორცნაში 1948 წლამდე რეკორდის მფლობელი გახლდათ. 

   წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 380 გვ.