The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სევერიან კუხალეიშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1937
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   სევერიან კუხალეიშვილი მუშაობდა ამიერკავკასიის კომისარიატის რწმუნებულად.

   1928 წლის 11 სექტემბრიდან 1929 წლის 2 იანვრამდე იყო საქართველოს მიწსახკომის სახალხო მამულების ტრესტის მმართველი, ხოლო ტრესტის რეორგანიზაციის შემდეგ, 1929 წლის 2 იანვრიდან 1937 წლამდე, საქართველოს მიწსახკომის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის "სამტრესტი"–ს მმართველი.

   ბატონი სევერიანი, 1933 და 1937 წელს, დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენებით. იმავე წელს იყო რეპრესირებული, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

  წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 18 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორი ორდენი