The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნოდარ ჩხოლარია

ნოდარ ჩხოლარია
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1997  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნოდარ ჩხოლარია დაიბადა 1928 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში. 1945 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთვარა. 1973 წლამე ეწეოდა პარტიულ მოღვაწეობას.

   1973 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სანერგე მეურნეობის ტრესტის მმართველად, ხოლო 1985 წლიდან 1991 წლამდე საქსახაგრომრეწვის თავმჯდომარის მოადგილედ და "სამტრესტი"–ს მმართველად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ნოდარი გარდაიცვალა 1997 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 53 გვ.