The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პიმენ თავაძე

პიმენ თავაძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1984  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   პიმენ თავაძე დაიბადა 1906 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ მთისძირში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა სამეცნიერო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1936 წლიდან, ხელმძღვანელობს მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრას საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1955 წლიდან, იგი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო 1974 წლიდან – პროფესორი. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება მევენახეობის საკითხებს.

   ბატონი პიმენი გარდაიცვალა 1984 წელს თბილისში.

   წყარო: მევენახეობის ენციკლოპედია: მე–3 ტომი; კიშინიოვი: მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, 1987. - 200 გვ.