The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ვლადიმერ ჭანიშვილი

ვლადიმერ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1981  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ვლადიმერ ჭანიშვილი დაიბადა 1908 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1922 წელს იქვე დაამთავრა შვიდწლიანი სკოლა, 1928 წელს – თბილისის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიური ტექნიკუმი, ხოლო 1937 წელს ამთავრებს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტს.

   1928 წლიდან 1980 წლამდე მუშაობდა: ბათუმის არაყ–ლიქიორის ქარხანაში პრაქნიკანტად, სპეციალისად; თბილისის აგურისა და გაჯის ქარხანაში ტექნიკურ ხელმძღვანელად; საქართველოს ღვინის სპირტის ინსპექციაში უფროს ინსპექტორად; თბილისის კონიაკის ქარხანაში საამქროს უფროსად; "სამტრესტი"–ს კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად; თბილისის კონიაკის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად.

  1963 – 1966 წლებში ბატონი ვლადიმერი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს კონიაკის, არყისა და სპირტის ტექნოლოგიაზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამზადებულ იქნა 11 დასახელების ახალი მარკის კონიაკი. კონიაკის წარმოებაზე მიღებული ჰქონდა სამი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. იყო რაციონალიზატორი წინადადებების ავტორი. მინიჭებული ჰქონდა:1953 წელს კონიაკის წარმოების პირველი კატეგორიის ტექნოლოგის წოდება; 1961 წელს საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება. სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის კომიტეტის მიერ დაჯილდოებული იყო ორი დიდი ვერცხლის მედლით. 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 1968 წელს, მაღალხარისხოვანი კონიაკების შექმნისათვის, საკავშირო სადეგუსტაციო კომისიამ დააჯილდოვა დიპლომითა და ვერცხლის მედლით. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები – შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

    ვლადიმერ ჭანიშვილი გარდაიცვალა 1981 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 103 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედლები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ორი ვერცხლის მედალი
    მაღალხარისხოვანი კონიაკის შექმნისათვის