The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსანდრე ქურდაძე

ალექსანდრე ქურდაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2013  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ალექსანდრე ქურდაძე დაიბადა 1930 წლის 15 მარტს ქ. ხაშურში.

    1954 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობს ინჟინრად სხვადასხვა დაწესებულებაში. ხოლო 1958 წლიდან "სამტრესტი"–ს თანამშრომელი ხდება. ბატონი ალექსანდრე 50 წელი პატიოსნად ემსახურა საქართველოს მეღვინეობას – მუშაობდა თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, შამპანური ღვინოების ქარხანაში. იყო "სამტრესტი"–ს მთავარი ინჟინერი, მმართველის მოადგილე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და განახლდა "სამტრესტი"–ს სისტემის 100-ზე მეტი საწარმო, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე მანქანა-იარაღებით და მოწყობილობებით. 

    ბატონი ალექსანდრე 20 წელი ხელმძღვანელობდა გამომგონებელთა შემოქმედებით კოლექტივს. აქვს საავტორო მოწმობა 96 გამოგონებაზე, 55 შრომა და 3 წიგნი. 2 წლით მივლინებული იყო ბულგარეთში, სადაც კვების მრეწველობის ახალი საწარმოები აშენდა.

    მან საქართველოში პირველმა დააფუძნა კერძო საფირმო ღვინის მაღაზია "ღვინის სახლი" და სპეციალური მაღაზიების ქსელი.

    ალექსანდრე ქურდაძეს მინიჭებული აქვს მთავრობის 20-ზე მეტი ჯილდო, 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. იყო გამომგონებელი, რაციონალიზატორი, რამოდენიმე ქვეყნის აკადემიის საპატიო წევრი, აკადემიკოსი, სახელოვანი მეცნიერი.

    ბატონი ალექსანდრე გარდაიცვალა 2013 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 2 გვ. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რამოდენიმე ქვეყნის აკადემიის საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მთავრობის ჯილდოები
  • მედლები
  • ღირსების ორდენი