The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსანდრე ნანეიშვილი

ალექსანდრე ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1962  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ალექსანდრე ნანეიშვილი დაიბადა 1907 წელს. დაამთავრა პარტიული სკოლა. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იყო გორის ქართული დივიზიის ხელმძღვანელი. ომის დამთავრების შემდეგ დემობილიზებულ იქნა გენერლის ჩინით.

   ბატონი ალექსანდრე მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის, 1952–1956 წლებში იყო "სამტრესტი"–ს მმართველი. მას მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ალექსანდრე გარდაიცვალა 1962 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 28 გვ.