შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
იაკობ მარი![]()
ბიოგრაფიაიკობ მარი (პატრიკ მონტეგიუ მარი) შოტლანდიელი ბარონი იყო. იგი დაიბადა 1793 წელს სოფელ ლუიჟეში და იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. ლონდონის უნივერსიტეტში სწავლისას დაუახლოვდა მიხეილ ვორონცოვს, რომელიც შემდეგ კავკასიის მეფისნაცვალი გახდა და ინგლისელ ელიოტს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა ესპანეთში და კომერციას მოჰკიდა ხელი. იქვე ცოლად შეირთო ესპანელი ქალი ფაკუნდა ანტონიო. მალე მარი ცოლ-შვილით ოდესაში ჩავიდა და ინგლისის სავაჭრო სახლ „ეტვუდში“ დაიწყო მუშაობა . „ეტვუდი“ ვაჭრობდა საქართველოშიც და თავისი დუქნები ჰქონდა რედუტ–კალესა და თბილისში. ოდესაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შედეგ, 1822 წელს მარი საქართველოში ჩავიდა და თავიდან თბილისში გააგრძელა კომერციული საქმიანობა. ადგილობრივი ვაჭრები დაუპირისპირდნენ მარს და ქალაქის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აამხედრეს. ამ დროს ის მიიწვია მამია V გურიელმა, რომელსაც თავის მამულებში სწავლული აგრონომი სჭირდებოდა. იმ დროისთვის გურიის სამთავრო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო. გურიელმა მარს ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. მანვე მარს სამოსახლოდ და სანერგეს მოსაწყობად ლანჩხუთის ახლოს მისცა ადგილ-მამული 15 ყმა-ოჯახით. მარმა ყმებზე უარი განაცხადა. იაკობ მარის აზრით, ლანჩხუთის მიდამოები გამოუსადეგარი იყო ვენახის და ხეხილის გასაშენებლად. მან მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი დაბლაციხე აირჩია. მამია გურიელმა განკარგულება მისცა თავად ერისთავს, რომელსაც ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა, რომ ხელი შეეწყო მარისთვის. იქ მარმა მოაწყო შესანიშნავი მეურნეობა. უცხოეთიდან გამოიწერა მცენარეები, რომლებიც მანამდე გურიაში არ იყო ცნობილი, მაგალითად – სპარსეთიდან შემოტანილი ბამბა. მან, ასევე, ხელი მოჰკიდა არსებული ჯიშების გაუმჯობესების საქმეს, სისტემატურად იწერდა საზღვარგარეთიდან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მარმა მთავრობიდანაც აიღო სესხი 2000 მანეთის ოდენობით. ამ თანხით მას გურიაში თამბაქოს პლანტაციები უნდა გაეშენებინა. ყირიმიდან შემოიტანა ინდიგოს მარცვლები. ზეთის ხილის, მაგნოლიისა და კორპის ხეებიც კი დაურგავს. შემოჰქონდა სუბტროპიკული კულტურები. ოყო ჩაის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. იღწვოდა დასავლეთ საქართველოში მევენახეობის გაუმჯობესებისთვის. ოდესადან გამოიწერა ვაზის ჯიში „იზაბელა“, რომელიც ადესას სახელით გახდა ცნობილი. ებრძოდა იმ დროს გავრცელებულ ვაზის ავადმყოფობებს. უნდოდა შეექმნა ვაზის მუდმივი სანერგე საფრანგეთის ყაიდაზე. გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები. 1841 წელს მარი საკუთარ მეურნეობაში აყენებდა 400 ვედრო საუკეთესო ხარისხის ღვინოს. ქუთაისში ის წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. მარი იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც ქართული ღვინო საზღვარგარეთ გაიტანა. ის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან აყენებდა. 1841 წელს გურიაში არეულობა დაიწყო, მარის მეურნეობა მთლიანად განადგურდა. იაკობი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი კარ–მიდამო და ოჯახით ქუთაისში გადასულიყო საცხოვრებლად. მას შემდეგ იგი გურიაში აღარ დაბრუნებულა. მან ქუთაისში შექმნა წარმოება და საწყობი. თავისი რეცეპტით ამზადებდა მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს და ღვინოსთან ერთად გაჰქონდა სარეალიზაციოდ. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გლეხობასთან. საზღვარგარეთიდან მიღებულ სამეურნეო მანქანა–იარაღებს, სუბტროპოკულ და სხვა მცენარეთა თესლეულს და ვაზის ნერგებს აწვდიდა მოსახლეობას, აწყობდა სანერგეებს, გამოყვანილ ჯიშებს ავრცელებდა გლეხობაში. თვითონვე ასწავლიდა მათ მიწის კულტურულად დამუშავებას, ზრუნავდა მათი მგომარეობის გაუმჯობესებითვის. მთავრობას სთხოვდა, დაესახათ ღონისძიებები გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იაკობ მარი გარდაიცვალა 1874 წელს. ის პირველი მეუღლის გვერდით, სოფელ ბუკისციხის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მარმა დააარსა და ხელმძღვანელობდა, ჯერ ტექნიკუმად, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად გადაკეთდა. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 137 გვ. ka.wikipedia.org/wiki/იაკობ_მარი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |