The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



კონსტანტინე ოლდენბურგი

კონსტანტინე ოლდენბურგი
Date of birth:1850
Date of death:1906  (at 56 years)
Category:Manufacturer

Biography

   პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი დაიბადა 1850 წელს. ის იყო იმპერატორ ალექსანდრე I–ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი. 1882 წელს მან ცოლად შეირთო აგრაფენა ჯაფარიძე. მათი ქორწინება უჩვეულო ვითარებაში შედგა – ტარიელ დადიანმა ბანქოში წააგო თავისი მეუღლე აგრაფენა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა. პრინცმა, დაუდევარი ქორწინებით, საიმპერატორო კარიც აღაშფოთა და მემკვიდრეობაც დაკარგა. ოლდენბურგს პატივი დასდეს და ორ გვარს შორის – ბოზი და ზარნეკაუ – არჩევანის საშუალება მისცეს. ამგვარად მიიღეს მათ გრაფ ზარნეკაუს ტიტული.

   ოლდენბურგის ოჯახი, მეტწილად, გაგრაში მდებარე აგარაკზე ცხოვრობდა. მან გაგრიფშის მახლობლად იშვიათი სილამაზის სასახლე ააშენა. პრინცი, რომელიც კავკასიაში მსახურობდა, დასავლეთ საქართველოში მევენახეობისა და შამპანური ღვინოების წარმოების განვითარებასაც უწყობდა ხელს.

   1876 წელს, გერმანელმა შოტემ ქუთაისში სარდაფი ააშენა, სადაც ცქრიალა ღვინოების წარმოება მოაწყო და იმერეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებისაგან – ციცქა, ძელშავი და ცოლიკაური – ღვინოები დაამზადა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. შოტეს წარმოება, თავისი მასშტაბებით, საკმაოდ სოლიდური იყო და მის მიერ წლიურად ჩამოსხმული 20 000 ბოთლი მთლიანად ქართულ ბაზარზე იყიდებოდა. ოლდენბურგი ამ საწარმოთი დაინტერესდა და 1884 წელს საწარმო შოტესაგან შეიძინა. მან ცქრიალა ღვინის წამოება გააფართოვა, ადგილობრივი ჯიშების გარდა, ღვინომასალები ცხინვალისა და თამარაშენის მიკროზონებიდან შემოიტანა და გამოშვებული პროდუქციის წლიური რაოდენობა 100 000 ბოთლამდე გაზარდა.

   მეწარმე ბიბიკოვმა და ოლდენბურგმა ქუთაისის გუბერნიებში ქარხნები გახსნეს, სადაც პრინც მიურატის მსგავსად, კონიაკი მხოლოდ ფრანგული ტექნოლოგიით მზადდებოდა. 1902 წელს, ბიბიკოვის ქარხანა ოლდენბურგმა შეიძინა და სპირტების გამოხდა განაახლა, 1904 წელს კი კონიაკის საცავი გახსნა.

   პრინცი ოლდენბურგი ნიცაში ყოფნისას, 1906 წელს გარდაიცვალა. ის რუსეთში გადაასვენეს და პეტერბურგთან ახლოს დაკრძალეს.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 159 გვ.