The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე აფხაზი

ივანე აფხაზი
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1921  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ივანე დიმიტრის–ძე აფხაზი დაიბადა 1863 წელს. მისი წინაპრები აფხაზი თავადები იყვნენ, გვარად ანჩაბაძეები. როგორც ცნობილია, მისი დიდი წინაპარი – იოვანე აფხაზი სამეფო კარის მესტუმრეთუხუცესი ყოფილა.

   XIX საუკუნეში განთქმული ყოფილა ივანე აფხაზის ღვინოები, რომელიც კახეთში, სოფელ კარდენახში მზადდებოდა. 1839–1845 წლებში, მისი ღვინოები სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენებზეც გაჰქონდათ, სადაც არაერთი ჯილდო მიუღია.

   გადმოცემის თანახმად, ივანე აფხაზი რუსოფილი ყოფილა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, როდესაც მისი გადაბირება და ამბოხთან მიმხრობა ვერაფრით მოუხერხებიათ, მისთვის სახლ–კარი და ვენახები გადაუწვავთ.

   ივანე აფხაზი გარდაიცვალა 1921 წელს.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 169 გვ.