The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დიმიტრი აფხაზი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    XIX საუკუნეში განთქმული ყოფილა დიმიტრი აფხაზის მამის – ივანეს ღვინოები, რომელიც კახეთში, სოფელ კარდენახში მზადდებოდა. 1839–1845 წლებში, მისი ღვინოები სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენებზეც გაჰქონდათ, სადაც არაერთი ჯილდო მიუღია.

   ივანე და დიმიტრი აფხაზებს განთქმული მამულები და უნიკალური მარნები ჰქონიათ სიღნაღის მაზრაში – კარდენახსა და ვეჯინში. დიმიტრის კახური ღვინის სარეალიზაციო სარდაფიც ჰქონია თბილისში, მალაკნების ბაზრის მახლობლად, სადაც მის მამულებში მოწეული მოსავლისაგან დაწურული ღვინოები წარმატებით იყიდებოდა. 

   ძველი მარანი შუაგულ წარაფებში მდებარეობდა. ახალი, მუხიანში მდებარე მარანი კი დიმიტრი აფხაზის დავალებით აუშენებიათ, ღვინის მარნისა და სარდაფის გეგმაც თავად დიმიტრის შეუდგეინია და მისი გამოჭრა მუხიანის ძირში, კლდეში უბრძანებია. იმ დროს, წარაფებში, მას 21 ჰექტარზე ვაზი ჰქონდა გაშენებული და მეღვინეობას მისდევდა.

   გადმოცემის თანახმად, დიმიტრის მსხვილი თანხა ხაზინაში ჩასაბარებლად მიჰქონდა, მოდიდებულ იორში ეტლი გადაბრუნებია და აზვირთებულ წყალს ეტლიც და თანხაც წაუღია. დახრჩობას გადარჩენილი და გაკოტრებული დიმიტრი იძულებული გამხდარა მამული გაეყიდა. მისი მამული, ვენახები და მარნები მდიდარმა თათარმა – ვინმე აჯიამ შეისყიდა, რომელსაც ვაზის გაკაფვა და თამბაქოს პლანტაციების გაშენება ქონდა განზრახული. ეს რომ დიმიტრის ბიძაშვილებმა შეიტყვეს, აჯია იძულებული გახადეს მამული გრაფ სერგეი შერემეტიევისათვის მიეყიდა. გრაფმა სახელი გადაარქვა და ფირმა "კარდენახი" უწოდა, თუმცა, ხალხში ეს სარდაფი კვლავაც თავადი აფხაზის სახელთან ასოცირდებოდა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 159 გვ.