The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მიხეილ ერისთავი

მიხეილ ერისთავი
დაბადების თარიღი:1862  (162 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მიხეილ (მიშა) ერისთავი დაიბადა 1862 წელს სოფელ კარალეთში, ერისთავების საგვარეულო სასახლეში. მამამისი – რევაზ ერისთავი ერეკლე II–ის ქალიშვილის, ანასტასია ბატონიშვილის შვილიშვილი იყო.

   მიხეილ ერისთავმა დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო უკრაინაში, უმანის სასწავლებელში, რომელიც 1884 წელს დაამთავრა და პირველი თანრიგის ატესტატი მიიღო. სამშობლოში დაბრუნებული მიხეილი მუშაობას კარალეთის მამულში შეუდგა და მეურნეობაში მალევე დანერგა წყლის რეჟიმზე მომუშავე სალეწი მანქანა; ექსპერიმენტის სახით შემოჰქონდა მარცვლეულის პერსპექტიული და ახალი ჯიშები, რომელთა უმრავლესობა გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი დაქართველოში დიდი პომოლოგიური ბაღის შექმნას – 14 დესეტინა ფართობზე გააშენა ხეხილის ყველა ინტროდუცირებული ჯიში და სახეობა.

   ასევე, მიხეილი იყო პირველი, რომელმაც გორის მაზრაში ამერიკული ჯიშის ვაზის საძირეთა სადედე შექმნა და სანერგე მეურნეობაც მოაწყო. კარალეთში სუფრის ყურძნის ქართული და უცხოური სახეობები გააშენა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა.

   მიხეილ ერისთავის ქალიშვილის – ნინოსა და ივანე მაყაშვილის ქორწილის დროს, მოადგნენ კარალეთის წითელრაზმელები, რომლებმაც მიხეილი და მისი ვაჟი – სტუდენტი რევაზი სახლიდან გაიყვანეს და სოფელ ჭალასთან დახვრიტეს.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 256 გვ.