The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვლადიმირ სტაროსელსკი

ვლადიმირ სტაროსელსკი
Date of birth:1860
Date of death:26 August, 1916  (at 56 years)
Category:Manufacturer

Biography

   ვლადიმირ სტაროსელსკი დაიბადა 1860 წელს ჩერნიგოველი ღარიბი აზნაურის ოჯახში. 

   სტავროპოლის გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მან მოსკოვის სატყეო–სამიწათმოქმედო აკადემიაში (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო–სამეურნეო აკადემია) განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრებისთანავე, 1885 წელს, სტაროსელსკი შავი ზღვის ოლქში გაანაწილეს.

   1888 წელს, მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს კავკასიის სამმართველოს უფროს აგრონომად გადმოიყვანეს თბილისში. ამ დროს დასავლეთიდან შემოჭრილი ვაზის სენი – ფილოქსერა ინტენსიურად ვრცელდებოდა საქართველოში და ანადგურებდა ვენახებს.

   სტაროსელსკი ჩამოსვლისთანავე მიიწვიეს კავკასიის საფილოქსერო კომიტეტში, რომელიც ფართო ქსელის მეშვეობით, მრავალ ღონისძიებას ატარებდა დაავადებული ზონების ლოკალიზაციისა და დაზიანებული ზვრების მკურნალობის ეფექტური საშუალებების დასადგენად, მაგრამ ერც ერთ მცდელობას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. სტაროსელსკი იყო ერთ–ერთი, ვინც პირველად წამოაყენა ვაზის ამერიკულ საძირეზე გადაყვანის იდეა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იგი პოზიციებს არ თმობდა. 1890 წელს, მას ქუთაისის გუბერნიის საფილოქსერო პარტიის მთავარი ექსპერტის მოვალეობა დაეკისრა. მისთვის ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმეს და უმოკლეს დროში ბრწყინვალე შედეგს მიაღწია. იმავე წელს, მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, სოფელ საქარში ამერიკული ვაზის საცდელი სანერგე მოეწყო. 5–6 წლის განმავლობაში, საქარის სანერგე 2 000 კვ. მეტრიდან 18 ჰექტარამდე გაიზარდა და მისი სანერგე მასალით უზრუნველყოფის საქმეც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფილოქსერასთან ბრძოლა არა მარტო წარმატებით დასრულდა, მისი უშრეტი ენერგიით მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში მევენახეობა.

   1905 წლის 9 ივლისს, იმპერატორმა ნიკოლოზ II–მ ხელი მოაწერა ბრძანებულებას 1 აგვისტოდან ქუთაისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმირ სტაროსელსკის დანიშვნის შესახებ. მაგრამ რევოლუვციური მოძრაობისადმი მისი ლოიალური დამოკიდებულება შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის მეფის კარს. მისდამი კეთილგანწყობილმა კავკასიის მეფისნაცვალმა, გრაფმა ვორონცოვ–დაშკოვმა, 1906 წელს იგი გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა შინაპატიმრობიდან და შეწყვიტა საქმის წარმოება. გადაცმული და გრიმირებული სტაროსელსკი პარიზს გაემგზავრა.

   საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა პარიზში ფოტოგრაფობას მიჰყო ხელი, თუმცა თავი მაინც გაჭირვებით გაჰქონდა. მარტოსული სტაროსელსკი, 1916 წლის 26 აგვისტოს, პარიზში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 309 გვ.