The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ოტო შალი

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   საქართველოში, 1817–1819 წლებში, სამხრეთ გერმანიიდან – ვიუტემბერგიდან და ბადენიდან – მოხდა შვაბი კოლონისტების ორგანიზებულად ჩამოსახლება, რომელთა შორის იყო ოტო შალის ოჯახიც. გერმანელებმა ქვეყანაში რვა კოლონია შექმნეს. 

   ერთ–ერთ კოლონიაში, კერძოდ ელიზაბეტტალში (დღევანდელი ასურეთი) მათ შესანიშნავი მარანი ააგეს. შენობა მდებარეობს შუაგულ ვენახებში, ნაგებია რუხი და თეთრი თლილი ქვით, დატანებული აქვს თაღიანი სარკმელები და ორი დიდი – ზედა და ქვედა კარი. მისი პირველი სართული მთლიანად მიწის ქვეშ მდებარეობს, მეორე – მიწის ზევითაა. თვითონ შენობა ნახევარ ჰექტარზეა გაჭიმული.

   მარნის მეორე სართულზე განთავსებული იყო ცემენტის 10–ტონიანი და ხის 5–ტონიანი ყურძნის დასაწური კასრები. მოსავლის დაწურვა ხდებოდა როგორც ხელით, ისე ელექტროძრავებით. ძრავების საშუალებით და ზოგჯერ თვითდინებითაც ღვინო პირველ სართულზე განთავსებულ  კასრებში გადადიოდა. იმ შემთხვევაში, თუ კასრი გასკდებოდა ან ღვინო გაჟონავდა, დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, კასრქვეშ გაკეთებული ღარების მეშვეობით, ღვინო სპეციალურ აუზში გროვდებოდა და მისგან არაყი იხდებოდა. ასე, რომ თადარიგიანი გერმანელები წვეთ ღვინოსაც არ კარგავდნენ. მარნის პირველ სართულზე იყო მოთავსებული სამ რიგად ერთმანეთზე შეწყობილი 5–დან  1000–მდე ლიტრი ტევადობის მუხისა და ფიჭვის კასრები.

   1934–1935 წლებში, მარანთან ახლოს, სათბური გააშენეს. სათბურში დაავადებათა მიმართ გამძლე ვაზის ჯიშები გამოჰყავდათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ სათბურში ააღორძინეს ვაზის გადაშენებული ჯიში "შალა", რომელსაც ძველი ქართული ნასოფლარის – სამჩვეთის ტერიტორიაზე მიაგნო ოტო შალმა. სწორედ მისი დამსახურებაა ამ ვაზის უნიკალური ჯიშის შენარჩუნება და აღორძინება. "შალა", რომელიც ამ კოლონისტის სახელს ატარებს, მხოლოდ ასურეთში გვხვდება. სხვა ჯიშებთან შედარებით ამ ჯიშს მრავალი უპირატესობა გააჩნია –უხვმოსავლიანია და მოწეული ყურძნიდან მოშავო–მოწითალო ფერის ჩინებული ღვინო დგება. გერმანელი ღვთისმსახურები ამ ღვინისაგან ზიარებისათვის ზედაშეს ამზადებდნენ. მარანში 5 000 ტონა ღვინოს ამზადებდნენ.

   დღეისათვის, ასურეთის ოდესღაც განთქმული მარანი, თითქმის გაპარტახებულია.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 323 გვ.