The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



მიხრან ანანოვი

მიხრან ანანოვი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე ვაჭარი ივანე ანანოვი იყო. 1888 წელს ივანე გარდაიცვალა და ვარციხის მამულებისა და აჯამეთის ტყეების ექსპლუატაციის საქმე მისმა შვილიშვილებმა – აბგარმა და მიხრანმა განაგრძეს.

   მიხრანი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. ვაზის ადგილობრივი ჯიშების გარდა, მან საფრანგეთიდან შემოტანილი შამპანური ღვინის ჯიშები – პანო, ალიგოტე, სემილიონი და საკონიაკე ჯიში – ფონ–ბლანი გააშენა. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს, აფხანაურში დაამონტაჟა. დანადგარს ფრანგი სპეციალისტები ამუშავებდნენ, 1905 წლიდან კი გიორგი კეპულაძე უძღვებოდა.

   1907 წლიდან, ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად, ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო "ცოლიკაური"; იქაური ღვინომასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე, კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა, საუცხოო კონიაკი "ვარციხე" შექმნა.

   მიხრან ანანოვის ღვინის სარდაფები საქართველოს ყველა კუთხეში იყო მოფენილი და ყოველწლიურად ღვინის ქარხნებში 600-700 ათას ლიტრ ღვინოს და 150 000 ბოთლ შამპანურს აწარმოებდნენ. მხოლოდ ვარციხის ღვინის სარდაფებიდან მეწარმეები ყოველწლიურად რუსეთში გზავნიდნენ 20-30 ათას სათლ ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურს და 60 ათას ბოთლ კონიაკს. ანანოვების მეურნეობას თანამედროვეები დაქირავებული შრომის გამოყენების ნიმუშად მიიჩნევდნენ, მათი ქარხანები მთელი რუსეთის მასშტაბით კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და საერთაშორისო სიგელები და მედლებიც მრავლად ჰქონდათ მოპოვებული.

   ანანოვებმა საკმაო ზარალი მიაყენეს ქუთაისს პირადი გამდიდრების მიზნით. 1865 წელს, საქართველოში დასავლეთ - აღმოსავლეთის შემაერთებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. 1866 წელს, ანანოვები გაემგზავრენ პეტერბურგში, რკინიგიზის ადმინისტრაციაში და სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ამით მათ დიდძალი ფული იშოვეს, თუმცა ყოველივე ამის გამო 1871 წელს პირველმა მატარებელმა ქუთაისს გვერდი აუარა და ისე გაიარა რკინიგზის ფოთი–ზესტაფონის, მაშინდელი სადგური ყვირილას მონაკვეთი. მაგისტრალურ რკინიგზაზე ქუთაისის მიერთება მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1887 წელს მოხერხდა.

   საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად, შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ვარციხის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, "სამტრესტში" გაერთიანდა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 331 გვ.