The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი სამანიშვილი

გიორგი სამანიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გიორგი სამანიშვილი დაიბადა 1977 წლის 2 იანვარს. 1999 წელს დაამთავრა ბერგუნდიის უნივერსიტეტის ჟიულ გიოს სახელობის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტი და მიიღო "ენოლოგის ფრანგული ეროვნული დიპლომი". 1999 წელს სწავლა განაგრძო  ბორდოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის "მევენახეობა - მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის პროგრამაზე", რომლის დამთავრების შემდეგ მიიღო მაგისტრის დიპლომი. მეღვინედ მუშაობდა საფრანგეთში: ბურგუნდიის, პროვანსის, ელზასის რეგიონებში. შარანტის მხარეში, ქალაქ კონიაკში, მუშაობდა თემაზე – "ქართული კონიაკი".  

    2001-2007 წლებში მუშაობდა ფრანგული ჯგუფი Pernod Ricard-ის "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში" მეღვინის, ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის და შემდეგ მთავარი მეღვინის თანამდებობებზე. 2008-2009 წლებში მუშაობდა ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტი"–ს თავმჯდომარის მოადგილედ, 2009-2010 წლებში -  კომპანია "ტფილისის მარნის" აღმასრულებელი დირექტორია.

    გიორგი სამანაშვილი არის ენოლოგი-მეღვინეობის ექსპერტი, "საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირისა" და "ღვინის კლუბის" დამფუძნებელი და წევრი, ეროვნული და საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსების მონაწილე, ფლობს მეღვინეობის სკოლის Wine and Spirits Education Trust (London) III (Advanced) დონის სერთიფიკატს; კითხულობს სალექციო კურსს მეღვინეობის, ღვინის დეგუსტაციის, საქართველოს მევენახეობის მხარეების, მსოფლიო მეღვინეობის თემებზე. არის "წინანდლის ღვინის სკოლის" სასწავლო ხელმძღვანელი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 188 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირი, წევრი
  • ღვინის კლუბი, წევრი