The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ელიზბარ გულისაშვილი

ელიზბარ გულისაშვილი
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1981  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ელიზბარ გულისაშვილი დაიბადა 1929 წელს ქ. თბილისში. 

   თბილისის N7 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1953 წლიდან 1978 წლამდე მუშაობდა: თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში პასუხისმგებელ მეღვინედ; საგარეჯოს ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; წინადლის ღვინის ქარხანაში რიგით მეღვინედ, მთავარი მეღვინის მოადგილედ, მთავარ მეღვინედ; სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; ბოლნისის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად; მარნეულის საწარმოო გაერთიანების მთავარ მეღვინედ, მანავის ღვინის კომბინატის დირექტორად.

    ე. გულისაშვილი მონაწილე იყო სხვადასხვა სამარკო ღვინოების შექმნაში. იყო საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის საპატიო წევრი, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ბატონი ელიზბარი გარდაიცვალა 1981 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 183 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, საპატიო წევრი