The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ლექსო გულისაშვილი

ლექსო გულისაშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2012
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    1961 წელს ლექსო გულისაშვილმა დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და 1962 წლიდან მუშაობა დაიწყო "სამტრესტი"–ს გურჯაანის ღვინის ქარხანაში მეღვინე-ტექნოლოგად. 1965 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს პროდუქციის სამმართველოს ინსპექტორია, შემდეგ - განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსი.

   1980 წლიდან, ლ. გულისაშვილი, საგარეჯოს სამარკო ღვინოების ქარხანა "სამების" მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგია, ხოლო 1981 წლიდან 1982 წლამდე - თერჯოლის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი. 1982 წელს იგი ინიშნება თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის მთავარი შამპანისტის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1993 წლამდე. 1994 წლამდე მუშაობას განაგრძობს საკავშირო კვების მრეწველობის სამინისტროს ალკოჰოლიანი სასმელების სამმართველოს მთავარი სპეციალისტად და შემდეგ - სამმართველოს უფროსად. 

   1994-1997 წლებში, ლ. გულისაშვილი, "სამტრესტი"–ს პროდუქციის ლიცენზირებისა და ტექნოლოგიური ხარისხის სამმართველოს უფროსია. 1997 წლიდან 2001 წლამდე საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილეა.

   ბატონი ლექსო გარდაიცვალა 2012 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 334 გვ.