Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
თადო ჩოლოყაშვილი![]()
Biographyთადეოზ (თადო) ჩოლოყაშვილი ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში, დღევანდელ ხაშმში. მან თავისი სასახლის ეზოში ააშენა მარანი, რომლის უნიკალური ქვევრები და სხვა საგნები დღემდე დაცულია. მამულს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა და ამით სოფელიც სარგებლობდა. დღესაც ადგილობრივი მკვიდრნი ამ წყალს "თადიანთ" წყალს ეძახიან. წყალი შემოდიოდა ვენახებიდან, ერთ ადგილას გროვდებოდა და შემდეგ, სპეციალური სისტემის წყალობით, ქვევრებს გარს უვლიდა და ღვინოს აცივებდა. თავადმა მარანი იტალიელებს დააპროექტებინა, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ყავდა მოწვეული. ეს ნაგებობა დღემდე უნიკალურ შენობად ითვლება. თავადი მარანში მხოლოდ ადგილობრივი გლეხებისაგან აღებულ და საკუთარ ვენახებში დაკრეფილ წითელ ყურძენ – საფერავს წურავდა და შესანიშნავ სუფრის ღვინოს ამზადებდა. მანქანა–მოწყობილობების უქონლობის გამო, ყურძენი პრიმიტიული წესებით მუშავდებოდა. ღვინო დუღდა მუხის ჩანებში. შემდეგ ღვინომასალა თბილისის ქარხნებში იგზავნებოდა ბოთლებში ჩასასხმელად. მისი ღვინო საქართველოს გარდა, რუსეთის იმპერიასა და საფრანგეთში იგზავნებოდა. 1928 წელს თადო ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ჩოლოყაშვილის ქარხანა–მარანი "სამტრესტმა" შეისყიდა. 1983 წელს, "სამტრესტის" განკარგულებით, გადაწყდა არსებული ქარხნის ბაზაზე ახალი 1500 ტონა სიმძლავრის წარმოების აშენება, რომელიც 1986 წელს დასრულდა. 1990 წელს, საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხაშმის ღვინის ქარხანა უსასყიდლოდ გადეცა საქართველოს სპატრიარქოს. წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 219 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |