The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ელიზბარ ერისთავი

ელიზბარ ერისთავი
დაბადების თარიღი:1810
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1871  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ელიზბარ ერისთავი დაიბადა 1910 წელს. 1923 წლიდან შვიდი წელი პეტერბურგში იმყოფებოდა, აქედან ორი წელი კერძო პანსიონში ისწავლა, ხოლო ხუთი – საარტილერიო სასწავლებელში. 1930 წელს არტილერიის პოდპორუჩიკის წოდებით საქართველოში დაბრუნდა და შეთქმულების ორგანიზება დაიწყო. აჯანყება ვერ შედგა და იგი 11 წლით გადაასახლეს ჰელსინგფორსის ერთ–ერთ პოლკში რიგით ჯარისკაცად.

    სამშობლოში დაბრუნებულმა ელიზბარმა თავის ძმასთან, დიმიტრისთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ღვარებში, ააშენა მინის ხარხანა, რომელიც ამუშავდა 1848 წელს. ქარხანაში მინის სხვადასხვა ნაწარმთან ერთად ამზადებდნენ ბოთლებსაც. ეს იყო პირველი შუშის ქარხანა საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ ნედლეულზე, ქვიშაზე, რომელიც მოიპოვებოდა ატენის ხეობაში. ელიზბარმა კულტურული მებაღეობის დანერგვაც დაიწყო, რისთვისაც უცხოელი სპეციალისტები მოიწვია საზღვარგარეთიდან.

    1871 წლის 11 იანვარს ელიზბარ ერისთავი გარდაიცვალა.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 237 გვ.