შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ვარლამ პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფია1897 წელს, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა ქუთაისში დააარსეს სავაჭრო ფირმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ვარლამ პაპუაშვილი და ნესტორ წერეთელი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ალექსანდროულის საერთაშორისო აღიარებაში. ფირმა ეწეოდა ყიფიანების და საყიფიანოს გლეხთა ღვინოების რეალიზაციას ქუთაისში, სადაც რაჭიდან ჩამოტანილ ღვინოებს ასვენებდნენ, ახარისხებდნენ, ევროპული წესით ამუშავებდნენ, ბოთლებში ასხამდნენ, ეტიკეტს აკრავდნენ და ჰყიდდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ეს ფირმა საკამო პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და საკუთარი ფილიალი ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ მაიკოპში. ლუარსაბ და დიმიტრი ყიფიანების მამულში დაწურული ღვინო პაპუაშვილმა და წერეთელმა, 1907 წელს, ბელგიის ქალაქ ოსტენდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გაგზავნეს. საერთაშორისო ასპარესზე "ყიფიანის ღვინით" გასულმა ალექსანდროულმა უმაღლესი ჯილდო – "გრან–პრი" მოიპოვა, ფირმას კი გადასცა სამახსოვრო მედალი ბელგიის მეფე ლეოპოლდ II–ის გამოსახულებით. წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 111 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |