The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ონისე გოგილაშვილი

ონისე გოგილაშვილი
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     ონისე გოგილაშვილი დაიბადა 1959 წლის 29 იანვარს ქიზიყში, ს. ზემო მაჩხაანში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იმავე წელს ჩააბარა პეტერბურგის საინჟინრო–სამშენებლო აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. არის  მაღალი ძაბვის ანძების ახალი კონსტრუქციის შესახებ გამოგონებისა და სათანადო ახალი თეორიის ავტორი. 

    1997 წლიდან მიემგზავრება საფრანგეთში. საქართველოში, დაბა წნორის სიახლოვეს, ტიბაანის მიკროზონაში გაშენებული აქვს რქაწითელის, საფერავისა და იტალიური ჯიშის ვაზი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 ტ. მოსავალს იძლევა. ღვინო იწურება საკუთარ მარანში და ინახება ქვევრებში. რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 600–700 ლიტრს წელიწადში. იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ჩამოსხმული აქვს ბოთლებში ეტიკეტით "მოსაწვევი", რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

   ბატონმა ონისემ, ასევე, დაარსა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი Expo Nice, სადაც გამოფენილია საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ემიგრაციის და ა.შ. ფოტო–ილუსტრაციები.