The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ბაია აბულაძე

ბაია აბულაძე
Date of birth:14 June, 1993  (30 years)
Category:Manufacturer

Biography

    ბაია აბულაძე დაიბადა 1993 წლის 14 ივნისს ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში, პედაგოგების ოჯახში. 2010 წელს, საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 2014 წელს – თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის სპეციალობით.

    ბაიას ცხოვრების უმეტესი წლები მშობლიურ სოფელთან, ვაზსა და ღვინოსთანაა დაკავშირებული. მეღვინეობა-მევენახეობის სიყვარული წინაპრებიდან მოსდევს - მისი ბაბუა ბონდო ღვალაძე ცნობილი მევენახეა. ბაიას ოჯახს 4000-მდე ცოლიკოურისა და ციცქის ვაზი აქვს, უმეტესად -ახალშენი. ვენახის მოვლა და უხვი მოსავლის მიღება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ამინდი, შხამქიმიკატები,აგროვადების ზუსტი დაცვა. საკმაოდ შრომატევადია მევენახის საქმიანობა, ოჯახის წევრებთან ერთად გაკეთებული საქმე კი - სასიამოვნო და სახალისო. იცის, რომ თითოეულ ძირ ვაზს თავის დროზე თუ არ მოუარა, მოეფერა, გაალამაზა - გაუნაწყენდება და შრომაც ტყუილად ჩაუვლის. 2015 წელს ოჯახმა, ბაიას ინიციატივით,  პროექტ ,,აწარმოე საქართველო"–ში გრანტი მოიგო. მოგებული 5000 ლარით ბაიამ ბოთლში ღვინის ჩამოსასხმელი ხელსაწყო-იარაღები შეიძინა და 2015 წლის 22 დეკემბერს პირველი ბოთლი ,,ბაიას ღვინო“ ჩამოასხა. ,,ბაიას ღვინო“–მ მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ღვინის მრავალ ფესტივალსა და ღონისძიებაში და მოწონებაც დაიმსახურა. 2016 წლის ივნისში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ ღვინის ფესტივალზე კი ვერცხლის მედალი აიღო. ბაია ვაზისა და ღვინის სიყვარულმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში მიიყვანა. ქალბატონ ნინო ზამბახიძის მეშვეობით გაიცნო ადამიანები, რომლებიც ქართული სოფლების აღორძინებასა და გაძლიერებაზე ფიქრობენ. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა ფერმერია და ამ გუნდთან ერთად ბაია ხვალინდელი ძლიერი ქართული სოფლის მომავალს გეგმავს. 

   წყარო: ოჯახის წევრი.

Awards and Honors

  • ვერცხლის მედალი