The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე მეტრეველი
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:1996  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ალექსანდრე მეტრეველი დაიბადა 1923 წელს, ონის რაიონის სოფელ სომიწოში. 1952 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1970 მოეწყო კვების მრეწველობის სახალხო უნივერსიტეტის საწარმოო ტექნიკური პროგრესის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს.
    1942 – 1944 წლებში მუშაობდა ქალაქ ონის ფინგანის საგადასახადო აგენტის თანამდებობაზე. 1944–1952 წლებში – სოფელ ჟაშქვის სასოფლო საბჭოს ფინანსურ აგენტად, ხოლო 1952–1954 წლებში – ვანის ქარხნის სამმართველოს მარნის მეღვინედ. 1954 წელს იწყებს მუშაობას ამბროლაურის მარნის მეღვინედ. იმავე წელს სამუშაოდ გადადის სამტრესტის ამბროლაურის ქარხნის სამმართველოს ხვანჭკარის მარნის მეღვინედ, სადაც მუშაობს 1962 წლამდე. 1962–1965 წლებში მუშაობს სამტრესტის გორის ქარხნის მეღვინედ. შემდეგ, ერთი წელი, გორის ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო 1966 წლიდან 1967 წლამდე – კარდენახის ღვინის ქარხნის ოსტატია. 1967 წელს ბატონი ალექსანდრე მიემგზავრება როსტოვში, ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილის თანამდებობაზე სამუშაოდ. იმავე წლის აგვისტოში დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა განაგრძო კარდენახის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, სადაც დაჰყო 1973 წლამდე. ამის შემდეგ, 1976 წლამდე, მუკუზანის საწარმო გაერთიანების N2 ღვინის ქარხნის წარმოების გამგეა, 1977 წლამდე – იმავე ქარხანაში მთავარი ტექნოლოგია. 1977 წლიდან 1983 წლამდე იმუშავა შრომის ღვინის ქარხნის უფროს ოსტატ მეღვინედ და 1983 წლიდან იმავე ქარხანაში, ტექ.ქიმ. კონტროლიორად. ამ პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები.
    1970 წელს დაჯილდოვდა საქართველოს შრომის წითელი ორდენით. იყო სოფლის მეურნეობის ოსტატი.
    1996 წელს ბატონი ალექსანდრე გარდაიცვალა.
   
    წყარო: ოჯახის წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჯილდოები
  • საქართველოს შრომის წითელი ორდენი, 1970 წელი