The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გვანცა აბულაძე

გვანცა აბულაძე
დაბადების თარიღი:1994  (30 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გვანცა აბულაძე დაიბადა 1994 წლის 8 დეკემბერს, ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში, პედაგოგების ოჯახში. 2011 წელს, საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2015-2016 წლებში, ევროკავშირის პროგრამით, მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან შვედეთში. 2016 წელს, საქართველოში დაბრუნებულმა, სწავლა განაგრძო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსზე. გვანცა, ისევე როგორც მისი და-ძმა, ბავშვობიდან მშობლებს ეხმარებოდა – ვაზის მოვლა-პატრონობაც ისწავლა და თავისი მამულის უკეთ მოწყობაზეც ბევრს ფიქრობდა. ამჟამადაც, ოჯახის წევრებთან ერთად, მოჰყავს მოსავალი და დიდ დახმარებას უწევს ვაზის მოვლასა და ღვინის დაყენებაში.

    გვანცამ მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის რამოდენიმე ფესტივალში. ამჟამად მუშაობს მოხალისედ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინი დარბაზში. დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობით და აპირებს სამაგისტრო პროგრამა ამ მიმართულებით აირჩიოს. 

    წყარო: ოჯახის წევრი