The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით კანდელაკი

დავით კანდელაკი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    დავით კანდელაკი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს. 1962 წელს დაამთავრა თბილისის 24–ე საშ. სკოლა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.

    1967–1968 წწ. ატლანტის ოკეანეში საოკეანო თევზმჭერ საქმიანობას ეწევა.

    1968 წლიდან მუშაობს "სამტრესტი"–ს სისტემაში.

    1968–1970 წწ. – კარდანახის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსად.

    1970–1974 წწ. დაუსწრებლად სწავლობდა საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა მეღვინეობის ტექნოლოგიის განხრით.

    1970–1975 წწ. – საგარეჯოს ქარხნის სამმართველოში ლაბორატორიის გამგედ.

     1975–1983 წწ. მუშაობა განაგრძო მოსკოვის საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხანაში მთავარი მეღვინის თანამდებობაზე. 1989 წლიდან მუშაობას განაგრძობს თბილისის კვების პროდუქტების ექსპერიმენტალურ ქარხანაში წარმოების უფროსად.

    1993 წლიდან 2002 წლამდე მუშაობს მოსკოვის ოლქში მეღვინის თანამდებობაზე, ხოლო 2002–2014 წლებში შპს "გინნი სტილში" წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. მოსკოვში.

     წყარო: ავტორი